Wednesday, March 10, 2010

1)პროექტის სახელი :"როგორც ერთია ქვეყნად რიონი,ისე ერთია გალაკტიონი":
2)პროექტის მოკლე აღწერა 1–2წინადადებით :პროექტის მონაწილეები გაეცნობიან გალაკტიონ ტაბიძის ცხოვრებასა და მოღვაწეობას, შეისწავლიან სოფელ ჭყვიშის გეოგრაფიულ მდებარეობას,ისტორიას
3)პროექტის სრული აღწერა: მოსწავლეები მოძიებული მასალების საფუძველზე გაეცნობიან გ.ტაბიძის ღვაწლსა დამსახურებას ქართველი ერის წინაშე.იკვლევენ და მუშაობენ შემდეგ საკითხებზე
1ჯგუფი:სოფელ ჭყვიშის დაარსების ისტორიას
2ჯგუფი:გეოგრაფიული მდებარეობის გამოკვლევა
3ჯგუფი:სოფლის უხუცესებთან შეხვედრა და ტაბიძეთა გენეალოგიის გამოკვლევა
4ჯგუფი:გალაკტიონის თვითმკვლელობის მიზეზების დადგენა
პროექტის მონაწილეები ეწვევიან სოფ.ჭყვიშის საჯარო სკოლას,შეხვდებიან უფროსკლასელებს და ერთმანეთს გაუზიარებენ ცოდნას გ.ტაბიძის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ,გადაიღებენ კლას–კაბინეტისთვის ფოტო და ვიდეო მასალებს,ინტერნეტში განათავსებენ ფოტოსლაიდებს,შექმნიან აალბომს და გააკეთებენ გ.ტაბიძის სტენდს.


4)მონაწილეთა ასაკი: 14 წელი
5)ვადები/ხანგრძლივობა: 2 თვე
6)პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: პროექტის თემის გაცნობა,შესაბამისი მასალის და ინფორმაციის მოძიება,ჯგუფების ორგანიზება,ექსკურსია ჭყვიშში,ფოტო მასალების მოძიება,პრეზენტაცია.
7)მოსალოდნელი შედეგები /პროდუქტები,რაც შეიძლება,შეიქმნას: სახლ–მუზეუმის ფუნქციონირება,ფოტო სლაიდების განთავსება ინტერნეტში,ვიდეო–მასალების გადაღება,გ.ტაბიძის სტენდის გაკეთება,ალბომის შექმნა.
8)სარგებელი სხვებისთვის: სკოლისა და რაიონის მოსწავლეებში მოხდება მნიშვნელოვანი ფასეულობების ჩამოყალიბება,თავიანთ თანატოლებს გაუზიარებენ შთაბეჭდილებებს,გამოუმუშავდებათ კომუნიკაციის უნარი
9)სამუშაო ენა:ქართული
10)მონაწილეები სხვა სკოლებიდან: სოფ.ჭყვიშის საჯარო სკოლა
11)საგნებთან /საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: გეოგრაფია,ისტ–ი
12)პროექტის კურატორი: ქეთევან დუნდუა
13)კურატორის ელ.ფოსტა: kegusho@gmail.com
14)პროექტის ვებ–გვერდი/ბლოგი:qdundua.blogspot.com